ერთხელ, როდესაც ენესკუ მუშაობდა ახალ ნაწარმოებზე, მიიღო მორიგი თავაზიანი მიწვევა საღამო-წვეულებაზე, სადაც გადაკვრით იყო ნათქვამი, რომ ვიოლინოს გარეშე არ მოხვიდეთო.
- ეშმაკმა დალახვროს ყველა კონცერტი! – განრისხდა კომპოზიტორი და სთხოვა მეზობელს, გადაეცა საღამოს დიასახლისისათვის ვიოლინო და წერილი:
“დიდად პატივცემულო ქალბატონო! ძალიან ვწუხვარ, რომ არ შემიძლია მოსვლა, რადგან თავს ცუდად ვგრძნობ. საბედნიეროდ, საღამოს მთავარი მოქმედი პირი, ჩემი ვიოლინო, ჯანმრთელია. მიიღეთ, თუ შეიძლება, ჩემს მაგივრად”.