სერ პოლი და მისი მეუღლე ნენსი შეველი კარიბულ კუნძულ სენტ-ბარტსზე ისვენებდნენ. დილით წყვილმა ზღვის პირას გასეირნება გადაწყვიტა. ამ დროს ნაპირზე სამი ახალგაზრდა იმყოფებოდა – ორი ვაჟი და ერთი გოგონა. “სუსტი სქესის” წარმომადგენელი ევას სამოსში იყო გამოწყობილი და მზის სხივებს ეფიცხებოდა.
ცნობილი მუსიკოსის დანახვაზე სამივე ახალგაზრდა ფეხზე წამოიჭრა და მაკარტნისთან ავტოგრაფის სათხოვნელად მიიჭრა, შემდეგ კი ბრიტანელთან ერთად სამახსოვრო ფოტოსურათის გადაღება მოისურვა.
საყვარელი მომღერლის ხილვით გამოწვეული სიხარული იმდენად დიდი იყო, რომ გოგონამ ტანზე ტანსაცმლის გადაცმა ვერ მოიფიქრა და მაკარტნი უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო. ბატონი პოლი არ დაბნეულა, თითქმის შიშველ გოგონას დინჯად ესაუბრა, ქალბატონმა ნენსიმ კი ქალიშვილს პირსახოცი ააფარა.
სამახსოვრო სურათის გადაღების შემდეგ პოლი და ნენსი საცურაოდ გაეშურნენ. მცირე “ინციდენტის” შესახებ მხოლოდ გაიღიმეს და ადგილობრივ მას-მედიას ამის შესახებ დაწვრილებით მოუთხრეს.
საინტერესოა, რომ დაქორწინების შემდეგ პოლ მაკარტნი და ნენსი შეველი დასასვენებლად ერთად პირველად გაემგზავრნენ. წინა კვირას წყვილი პარიზში იმყოფებოდა, სადაც მუსიკოსის ქალიშვილი სტელას მიერ ორგანიზებულ მოდების ჩვენებას დაესწრო.