სურათი ამერიკელ მხატვარ ენდი უორჰოლს ეკუთვნის. სურათი ბოლო დრომდე ერთ-ერთ კერძო კოლექციონერს ეკუთვნოდა.
“ორმაგი ელვისის” ნახატი უორჰოლმა 1963 წელს დახატა. სურათის ამჟამინდელი ფასი 30-50 მილიონი დოლარია.
მხატვარმა თავის დროზე ელვის პრესლის 22 პორტრეტი შექმნა, აქედან ცხრა აშშ-ის სხვადასხვა მუზეუმებშია გამოფენილი.
ენდი უორჰოლი ( 6 აგვისტო, 1928 – 22 თებერვალი, 1987) — ამერიკელი მხატვარი, ავანგარდისტი კინოხელოვანი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე. ასევე მოღვაწეობდა როგორც გამომცემელი, მუსიკის პროდიუსერი და მსახიობი. პოპ-არტის მიმდინარეობის ერთ-ერთი დამფუძნებელი აშშ-ში 1950-იან წლებში.
ენდი უორჰოლი იყო პირველი მხატვარი რომელმაც აღიარა ტრაფარეტული ბეჭდვის შემოქმედებითი პოტენციალი, რომელიც ადრე მხოლოდ სამრეწველო შეფუთვებზე გამოიყენებოდა.
უორჰოლი ყველაზე უკეთ ცნობილია მისი სავაჭრო პროდუქტების შეფუთვების გაფორმებით. ყოველდღიური ობიექტების, როგორიცაა კემპბელის სუპის ქილების, ყაყაჩოს ყვავილების გამოსახულებებით და ბანანით, ველვეტ ანდეგრაუნდის როკ-მუსიკის ალბომზე, ასევე მეოცე საუკუნის პოპულარული ვარსკვლავების მერილინ მონროს, ელვის პრესლის, ჟაკლინ კენედის, ჯუდი გარლანდისა და ელისაბედ ტეილორის სტილიზებული პორტრეტებით.
უორჰოლს ეკუთვნის აგრეთვე ცნობილი სასმელის კოკა-კოლას ეტიკეტის დიზაინი. ხელოვნების სამყაროს გარეთ უორჰოლი ცნობილია ციტატით "მომავალში ყველა გახდება მსოფლიოში ცნობილი 15 წუთით".