რავი შანკარმა ალბომი ჩაწერა

რავი შანკარმა ალბომი ჩაწერა

გამოცემა “Examiner”-ის ინფორმაციით, ცნობილმა ინდოელმა მუსიკოსმა, ჯორჯ ჰარისონის ახლო მეგობარმა რავი შანკარმა ახალ ალბომზე მუშაობა დაასრულა.

ამ ნამუშევრის სახელწოდებაა “The Living Room Sessions. Part 1” და დღის სინათლეს მიმდინარე წლის 7 აპრილს იხილავს. საინტერესოა, რომ ამ დღეს რავი შანკარს დაბადებიდან 92 წელი უსრულდება.

დისკს ხმის ჩამწერი სტუდია “East Meets West Music” გამოსცემს. მუსიკოსმა ალბომის მომზადება გასული წლის ოქტომბერში ქალაქ ლოს-ანჯელესში დაიწყო.

ჯორჯ ჰარისონი და რავი შანკარი ერთმანეთს გასული საუკუნის 60-იან წლებში დაუახლოვდნენ. ჯორჯი ინდოეთში რამდენჯერმე იმყოფებოდა და შანკარის ხელმძღვანელობით ინდურ ეროვნულ საკრავ სიტარაზე დაკვრას სრულყოფილად დაეუფლა.

გასული წლის დასასრულს შანკარმა ალბომი “Collaborations” გამოსცა. ამ ნამუშევარში ინდოელი მუსიკოსისა და ჯორჯ ჰარისონის ერთობლივი კომპოზიციები განთავსდა.