ბერნარდო ბერტოლუჩი 72 წლის გახდა

ბერნარდო ბერტოლუჩი 72 წლის გახდა

ცნობილი რეჟსორი და მწერალი ბერნარდო ბერტოლუჩი 1940 წლის 16 მარტს იტალიის ქალაქ პარმაში დაიბადა. მამამისი ხელოვნების ისტორიკოსი, პოეტი და კინო კრიტიკოსი იყო. შეიძლება ამან განაპირობა, რომ ბერნარდომ ლიტერატურული შემოქმედება თხუთმეტი წლის ასაკში დაიწყო და  თავისი პირველივე წიგნისთვის რამდენიმე პრესტიჟული იტალიური ლიტერატურული ჯილდოც მალევე დაიმსახურა. ამის შემდეგ დაიწყო, მისი პროფესიული ურთიერთობები ცნობილ იტალიელ კინორეჟისორებთან: პიერ პაოლო პაზოლინისთან და სერჯო ლეონესთან.

ბერნარდოს თავიდანვე პოეტობა სურდა, ამ მიზნით ის თანამედროვე ლიტერატურის ფაკულტეტზე რომის უნვიერსიტეტში სწავლობდა. ამ პერიოდში ის  პაზოლინისთან, რეჟისორის ასისტენტად მუშაობდა და სწორედ აქ მიიღო გამცდილება კინოს სფეროში. მცირე ხნის შემდეგ, 1962 წელს მან უნივერსიტეტი მიატოვა და თავისი პირველი ფილმი [Presage.tv]

 

ცნობილი რეჟსორი და მწერალი ბერნარდო ბერტოლუჩი 1940 წლის 16 მარტს იტალიის ქალაქ პარმაში დაიბადა. მამამისი ხელოვნების ისტორიკოსი, პოეტი და კინო კრიტიკოსი იყო. შეიძლება ამან განაპირობა, რომ ბერნარდომ ლიტერატურული შემოქმედება თხუთმეტი წლის ასაკში დაიწყო და  თავისი პირველივე წიგნისთვის რამდენიმე პრესტიჟული იტალიური ლიტერატურული ჯილდოც მალევე დაიმსახურა. ამის შემდეგ დაიწყო, მისი პროფესიული ურთიერთობები ცნობილ იტალიელ კინორეჟისორებთან: პიერ პაოლო პაზოლინისთან და სერჯო ლეონესთან.

ბერნარდოს თავიდანვე პოეტობა სურდა, ამ მიზნით ის თანამედროვე ლიტერატურის ფაკულტეტზე რომის უნვიერსიტეტში სწავლობდა. ამ პერიოდში ის  პაზოლინისთან, რეჟისორის ასისტენტად მუშაობდა და სწორედ აქ მიიღო გამცდილება კინოს სფეროში. მცირე ხნის შემდეგ, 1962 წელს მან უნივერსიტეტი მიატოვა და თავისი პირველი ფილმი La Commare Secca ადაიღო. ეს იყო დრამა, მეძავის მკვლელობის შესახებ. მის ფiლმებს კრიტიკა საკმაოდ კარგად იღებდა, ის თანამშრომლობდა უცხოურ კომპანიებთან. ეს მაშინ აუცილებელი პირობა იყო კინოინდუსტრიაში დაფინანსების მისაღებად, თუმცა შემდეგ რეჟისორებს უწევდათ მთავრ როლებზე არაიტალიური წამოშობის მსახიობები აეყვანათ: მარლონ ბრანდო, ჟერარ დეპარდიე, დონალდ საზელენდი და ა. შ.

ბერტოლუჩი, პოლიტიკურად აქტიური ადამიანი იყო და თავისი პოლიტიკური აზრის  გამოსახატავად კარგად იყენებდა თავის ფილმებს. 1970 წელს გადაღებულ „კონფორმისტი“-ში მწარედაა გაკრიტიკებული ფაშისტური იდეოლოგია. მისი ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი „უკანასკენლი იმპერატორი“ რომელსაც ევროპული კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო, „ოსკარი“ აქვს მიღებული, მთლიანად პოლიტიკური იდეოლოგიითაა გაჟღენთილი.

ეს არის, ბიოგრაფიული ფილმი ჩინეთის უკანასკნელი იმპერატორის პუ ის შესახებ.  „ოსკარების“ გადაცემის ცერემონიალზე „უკანასკნელი იმპერატორმა“ აიღო ცხრა პრიზი წარდგენილ ცხრა ნომინაციაში: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო ადაპტირებული სცენარი, საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი, საუკეთესო მონტაჟი, საუკეთესო კოსტუმების დიზაინი, საუკეთესო სამხატვრო დეკორაციები, საუკეთესო ორიგინალური მუსიკა, საუკეთესო ხმის ეფექტები.

გარდა ამისა რეჟისორს მიღბული აქვს არაერთი საპატიო პრიზი, ჯილდო თუ წოდება. ამჟამად ბერტოლუჩი ახალ სურათზე მუშაობს. ფილმს „მე და შენ“ ჰქვია და ახალი ტექნოლოგიებით 3D ფორმატში გადაიღებენ. გადაიღო. ეს იყო დრამა, მეძავის მკვლელობის შესახებ. მის ფiლმებს კრიტიკა საკმაოდ კარგად იღებდა, ის თანამშრომლობდა უცხოურ კომპანიებთან. ეს მაშინ აუცილებელი პირობა იყო კინოინდუსტრიაში დაფინანსების მისაღებად, თუმცა შემდეგ რეჟისორებს უწევდათ მთავრ როლებზე არაიტალიური წამოშობის მსახიობები აეყვანათ: მარლონ ბრანდო, ჟერარ დეპარდიე, დონალდ საზელენდი და ა. შ.

 

ბერტოლუჩი, პოლიტიკურად აქტიური ადამიანი იყო და თავისი პოლიტიკური აზრის  გამოსახატავად კარგად იყენებდა თავის ფილმებს. 1970 წელს გადაღებულ „კონფორმისტი“-ში მწარედაა გაკრიტიკებული ფაშისტური იდეოლოგია. მისი ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი „უკანასკენლი იმპერატორი“ რომელსაც ევროპული კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო, „ოსკარი“ აქვს მიღებული, მთლიანად პოლიტიკური იდეოლოგიითაა გაჟღენთილი.

ეს არის, ბიოგრაფიული ფილმი ჩინეთის უკანასკნელი იმპერატორის პუ ის შესახებ.  „ოსკარების“ გადაცემის ცერემონიალზე „უკანასკნელი იმპერატორმა“ აიღო ცხრა პრიზი წარდგენილ ცხრა ნომინაციაში: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო ადაპტირებული სცენარი, საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი, საუკეთესო მონტაჟი, საუკეთესო კოსტუმების დიზაინი, საუკეთესო სამხატვრო დეკორაციები, საუკეთესო ორიგინალური მუსიკა, საუკეთესო ხმის ეფექტები.

გარდა ამისა რეჟისორს მიღბული აქვს არაერთი საპატიო პრიზი, ჯილდო თუ წოდება. ამჟამად ბერტოლუჩი ახალ სურათზე მუშაობს. ფილმს „მე და შენ“ ჰქვია და ახალი ტექნოლოგიებით 3D ფორმატში გადაიღებენ.