ყველასთვის კარგად ნაცნობი კომედია მარტო სახლში დარჩენილ ბიჭზე,ისევ გაგრძელდება. დღეს ამერიკული სატელევიზიო ქსელების ოფიციალურ საიტზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მალე სათავგადასავლო კომედია „მარტო სახლში“ მეხუთე სერიას გადაიღებენ.
ფილმს „მარტო სახლში 5 : მარტო სიბნელეში“ ერქმევა, გაქირავებაში არ გავა და მხოლოდ „საოჯახო არხის“ მაყურებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი. მეხუთე სერია 2012 წლის დეკემბერში გამოვა. მთავარი გმირი ისევ პატარა ამერიკელი იქნება. რვა წლის ფინის როლს კრისტიან მარტინი, შეასრულებს. სიუჟეტის მიხედვით ფინს ჰგონია, რომ მის სახლში მოჩვენებები ცხოვრობენ. ის აწყობს ხაფანგებს, რომ დაიჭიროს ისინი. საბოლოოდ მახეში მძარცველები ებმებიან. ცნობილია, რომ ერთ-ერთი მძარცველის როლს მალკომ მაკდაუელი შეასრულებს.