გასული წლის დასასრულს ჯულიანმა სტუდიური ნაშრომი “Everything Changes” გამოუშვა. ეს დისკი ბრიტანული მუსიკალური ალბომების ჰიტ-აღლუმის პირველ ათეულში მოხვდა.
ალბომი “Everything Changes” ჯულიანისთვის პირველია ბოლო 14 წლის განმავლობაში. მისი ბოლო სტუდიური ჩანაწერი, “Photograph Smile” 1998 წლით არის დათარიღებული.
“Everything Changes” მუსიკოსს ჯერ კიდევ 2009 წელს უნდა ჩაეწერა, მაგრამ გეგმები შეეცვალა და სინგლი “Lucy” გამოუშვა, რომელიც ეძღვნებოდა ჯგუფი “The Beatles”-ის ცნობილი კომპოზიციის “Lucy in the Sky With Diamonds”-ის მთავარ გმირს.
მიმდინარე წლის 8 აპრილს მუსიკოსს დაბადებიდან 49 წელი უსრულდება. ახალი კომპოზიციის გამოშვების თარიღიც სპეციალურად ამ თარიღს დაამთხვია.