ამ ნამუშევრის სახელწოდება ჯერჯერობით უცნობია. მსოფლიო კინოგაქირავებაში ის 2012 წლის ოქტომბერში გამოვა.
დოკუმენტური ფილმი რეჟისორმა ბრეტ მორგანმა გადაიღო, პროდიუსერობა კი ჯგუფის წევრებმა იტვირთეს. მაყურებელი სურათში დღემდე უცნობ ვიდეომასალას, აგრეთვე ჯგუფის თითოეულ წევრთან ცოტა ხნის წინ ჩაწერილ საუბრებს იხილავს.
ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე წლის 12 ივლისს გაყიდვაში სპეციალური ფოტოალბომი გამოვა. “The Rolling Stones: 50”-ს ჟურნალი “The Daily Mirror” გამოსცემს და მასში დაახლოებით 700 ფოტოსურათი იქნება განთავსებული.
საუბარი იყო მსოფლიო საგასტროლო ტურნეზეც, მაგრამ კულუარული ინფორმაციით ის ჩაიშალა. ამისი უმთავრესი მიზეზი მიკი ჯაგერსა და კიტ რიჩარდს შორის არსებული უთანხმოებაა. რამდენიმე წელია მუსიკოსებს ერთმანეთთან კონტაქტი არ გააჩნიათ. 2010 წელს კიტ რიჩარდსმა ავტობიოგრაფიული ნაშრომი გამოსცა და კოლეგა მიკი მუქ ტონებში მოიხსენია.
მიმდინარე წლის დასასრულს მუსიკოსებს საიუბილეო კონცერტის ჩატარებაც სურდათ, მაგრამ ეს ღონისძიება ალბათ აღარ გაიმართება. მისი ჩაშლის მთავარი ინიციატორი მიკი ჯაგერია, რომელმაც კიტ რიჩარდსთან ერთად სცენაზე გამოსვლაზე კატეგორიული უარი განაცხადა.