გვინეტ პელტროუს, სახელი ბოლო დროის ვარსკვლავური ამბების სამყაროში არც ისე ხშირად ფიგურირებდა. ბოლოს ის ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალზე წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა. სადაც ტომ ფორდის არაჩვეულებრივი, თხელი თეთრი კაბა ეცვა. ამ ტრიუმფალური გამოჩენის შემდეგ, გვინეტი ისევ დაუბრუნდა თავის მოკრძალებულ, სასიამოვნო ყოველდღიურ სტილს.
სხვათა შორის, გვინეტი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ თავისუფალ ყოველდღიურ სტილს ანიჭებს უპირატესობას, ის თავის ბლოგზე წერდა, რომ ისიც არ იცის როგორი მაკიაჟი უნდა. შეირჩიოს, ამიტომ ურჩევნია უმაკიაჟოდ იაროს და ბუნებრივი იმიჯი ჰქონდეს.
მსახიობს მოსწონს ბუნებრიობა და მსუბუქი ყოველდღიური ტანსაცმელი, ალბათ სწორედ ამით აიხსნება, ის ფაქტი, რომ ის ცნობილი შვედური ბრენდის Lindex 2012 წლის გაზაფხული-ზაფხულის ახალი კოლექციის სარეკლამო სახე გახდა.