მალე ეკრანებზე ტიმ ბერტონის ახალი ფილმი Dark Shadows - გამოვა. რეჟისორმა გადაწყვიტა, გადაეღო ამერიკული სატელევიზიო სერიალის რიმეიქი. რომელიც ვამპირ ბარნაბას კოლინზის საიდუმლოებით მოცულ, თითქმის წარმოუდგენელ ცხოვრებას ასახავს. ვამპირის ომს მონსტრებს, მოჩვენებებს, მაქციებსა და ეშმაკებთან. მთავარ როლს ფილმში ბერტონის საყვარელი მსახიობი ჯონი დეპი ასრულებს.
ფილმის პრემიერა მაისშია დაგეგმილი, პრიოდუსერებმა სარეკლამო კამპანიით უკვე მოახერხეს მაყურებლის დაინტერესება. ბევრგან გამოჩნდა ფილმის პოსტერები და კადრები ფილმიდან. მათზე ჯონი დეპი, „ადამსების ოჯახის“ მთავარ გმირს წააგავს. გაპუდრული თეთრი კანი, ლურჯი-მოშავო თმა, გამოკვეთილი თვალები და გრძელი თითები. ბარნაბასის იმიჯი ტიმ ბერტონს ძალიან ზღაპრული და უცნაური გამოუვიდა.
სხვათა შორის, აღსანიშნავია, რომ დეპის გარდა ფილმში თამაშობენ ისეთი მსახიოებები, როგორებიც არიან: ევა გრინი, მიშელ ფაიფერი, ხლოე მორეცი და ჰელენა ბონემ კარტერი.