აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანიდან საქართველოში ჩამოსული აქტივისტები, უკან გააბრუნეს

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანიდან საქართველოში ჩამოსული აქტივისტები, უკან გააბრუნეს

საქართველოში აზერბაიჯანის მოქალაქეები, რომლებიც თბილისში სომხეთის საელჩოსთან დაგეგმილ აქციაში მონაწილეობის მიღებას გეგმავდნენ, არ შემოუშვეს, - ამის შესახებ აზერბაიჯანული გამოცემა „ჰაქინი“ იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს საზღვრის გადაკვეთას ცდილობდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია “აზერბაიჯანის დიასპორის საერთაშორისო ცენტრის“ წევრები. კერძოდ, ორგანიზაციის თავმჯდომარე ისმაილ აგაევი, მისი მოადგილე სამირ ადიგეზალი და “საქართველოში აზერბაიჯანის დიასპორის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლობის“ თავმჯდომარე ნამიგ ისაევი.
გამოცემა წერს, რომ ქართველმა მესაზღვრეებმა ისინი ახსნა-განმარტების გარეშე დააკავეს, რის შემდეგაც საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან აზერბაიჯანში გააბრუნეს. 
აღნიშნული ორგანიზაცია ხვალ თბილისში, სომხეთის საელჩოსთან მშვიდობიანი აქციის ჩატარებას გეგმავს.
გამოცემის თანახმად, თბილისის მერიას აქციის ჩატარების ნებართვა აქვს გაცემული.