ეს ნამუშევარი მენსონის მუსიკალური კარიერის განმავლობაში რიგით მერვეა.
“ამ ჩანაწერზე მუშაობის პროცესში ახალგაზრდობა გავიხსენე. მისი ჩაწერის დროს ისეთივე განცდები დამეუფლა როგორიც სადებიუტო ალბომის მომზადების დროს მქონდა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ახალი იდეები დამებადა და მოხარული ვარ რომ ამ ნამუშევარში მათი განხორციელება მოვახერხე. გარწმუნებთ, რომ “Born Villain” ჩემი ადრინდელი ალბომებისაგან სრულიად განსხვავებულია. მსმენელებს სიურპრიზს ვუმზადებ, რადგან ეს ალბომი მისი წინამორბედებისაგან აშკარად გამოირჩევა და უფრო მელოდიურია”. – განაცხადა მერილინ მენსონმა.
ახალი ალბომის გაყიდვაში გამოსვლის შემდეგ მუსიკოსი მსოფლიო საგასტროლო ტურნეში გაემგზავრება. თავდაპირველად კონცერტებს ავსტრალიასა და იაპონიაში ჩაატარებს, შემდეგ ევროპას ეწვევა, ტურნეს კი მიმდინარე წლის შემოდგომაზე აშშ-სა და კანადაში დაასრულებს.