ამ ნამუშევრის სახელწოდებაა “Bring Me Back Home” და დღის სინათლეს მიმდინარე წლის 7 მაისს იხილავს. ალბომი გაყიდვაში ორმაგი CD და DVD ფორმატით გამოიცემა. ამ ჩანაწერის აუდიო ვერსიაზე 13 კომპოზიცია იქნება განთავსებული, DVD-ზე კი გასულ წელს ჯგუფის მიერ ჩატარებული ერთ-ერთი კონცერტის ორსაათიანი ჩანაწერი იქნება წარმოდგენილი.
“Sade”-ს უკანასკნელი ალბომი “Soldier Of Love” 2010 წლის თებერვალში გამოიცა. ის ჯგუფის ისტორიაში რიგით მეექვსე აღმოჩნდა. ამ ნამუშევარმა ამერიკული ჰიტ-აღლუმების სათავეში სამი კვირა გაატარა.
გასულ წელს მომღერალმა და მისმა ჯგუფმა კრებული “The Ultimate Collection” გამოუშვა. ამ ჩანაწერში შადე ადუს ადრინდელი ჰიტები განთავსდა.
“Bring Me Back Home” ჯგუფის მეორე საკონცერტო ნამუშევარია. პირველი, “Lovers Live” გაყიდვაში 2002 წელს გამოვიდა.