გუშინ გამოცემამ “Billboard” მუსიკალური ალბომების ამერიკული ჰიტ-აღლუმი გამოაქვეყნა და უბერებელი მომღერალი აშშ-შიც გალიდერდა.
მუსიკოსის უკანასკნელი სტუდიური ჩანაწერი ოკეანისგაღმა დიდი პოპულარობით სარგებლობს და უკვე 196 ათასი ცალი გაიყიდა. “Wrecking Ball” სპრინგსტინის მეათე ნამუშევარი გახდა, რომელიც აშშ-ის რეიტინგების სათავეში მოექცა. სამშობლოში სპრინგსტინი პირველად შორეულ 1980 წელს გალიდერდა, როდესაც მისი დისკი “The River” ერთი თვის განმავლობაში ადგილობრივი ჩართების პირველ პოზიციაზე იმყოფებოდა.
საინტერესოა რომ ბრიუს სპრინგსტინი ლეგენდარულ ელვის პრესლის გაუტოლდა. თავის დროზე “როკ-ენ-როლის” მეფის სტუდიური ნაშრომები ადგილობრივი ჰიტ-აღლუმების სათავეში ათჯერ იმყოფებოდა.
აშშ-ის აბსოლუტური რეკორდი კი ბრიტანულ ჯგუფს “The Beatles” ეკუთვნის. ლივერპულელი მუსიკოსების ალბომებმა ამერიკული მუსიკალური რეიტინგები 19-ჯერ დაიპყრეს.