უცხოურ პრესაში გავრცელდა ფოტოები ჯენიფერ ლოპესის ახალი კლიპის გადაღებიდან. კლიპზე მუშაობა უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს და ეტყობა იმდენად რთული სცენარია, რომ ვარსკვლავს დუბლიორიც კი დასჭირდა. პაპარაცების მიერ მოპოვებულ ფოტოებში, ნათლად ჩანს, რომ ეს არც მეტი არც ნაკლები მამაკაცია.
ფოტოებზე ჩანს, რომ ჯენიფერ ლოპესსა და უცხო მამაკაცს ერთნაირი სამოსი აცვიათ, გრიმითა და ვარცხნილობით კი, მამაკაცი მაქსიმალურადაა მიმსგავსებული ჯენიფერს.