23 აპრილს, კრემლის სახელმწიფო სასახლეში A-studio-ს საიუბილეო, 25 წლისთავთან დაკავშირებული კონცერტი გაიმართება. საიუბილეო შოუს რეჟისორია ოლეგ ბონდარჩუკი, რომელიც მუშაობს რუსული ესტრადის ვარსკვლავების, ალა პუგაჩოვასა და ფილიპ კირკოროვის კონცერტებზე.
კრემლის სცენაზე აშენდება მრავალი ეკრანი და გაფორმდება „სამი დე“ დეკორაციებით. კონცერტზე გაიმართება ჯგუფის ახალი სიმღერის პრემიერა, რომელიც ჩაწერილია, ცნობილი რუს კომპოზიტორ იგორ კრუტოისთან ერთად.
A-studio -ს იუბილეს ულოცავენ რუსული ესტრადის სხვა ვარსკვლავებიც: ალა პუგაჩოვა, ფილიპ კირკოროვი, სერგეი ლაზარევი, ლეონიდ აგუტინი და ა.შ. ისინი საიუბილეო კონცერტზე A-studio -ს ცნობილ ჰიტებს შეასრულებენ.