ბრიტანული ინდი-როკ ჯგუფი „Florence+ The machine“ ბოლო სტუდიური ნამუშევარიდან „Ceremonials“ ახალ ვიდეო კლიპს გვთავაზობს. ვიდეო გადაღებულია სიმღერაზე „Never Let Go„
ეს ალბომი „Ceremonials“ იყო ყველაზე წარმატებული ალბომი ჯგუფის ისტორიიდან. ალბომი გამოსვლიდან ერთი კვირის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში ჩარტებში ლიდერობდა და მისი 90 ათასი ცალი კოპიო გაიყიდა.
აღსანიშნავია, რომ კომპოზიციის „Never Let Go“ ვიდეოკლიპის ვიზუალური მხარე საკმაოდ საშიში სიუჟეტით გამოირჩევა. რამდენიმე სცენა საშინელებათა ფილმის კლასიკურ ნიმუშსაც კი ჰგავს. ვიდეოს მთავარი გმირი ჯგუფის სოლისტი ფლორენს უელჩშია.
ბრიტანული ინდი-როკ ჯგუფი „Florence+ The machine“ 2007 წელს ჩამოყალიბდა ქალაქ ლონდონში. მისი უპირობო ლიდერი მომღერალი ფლორენს უელჩია. ამჟამად ჯგუფის შემადგენლობაში ფლორენსთან ერთად, რობერტ ეკროიდი, კრისტოფ ლოიდ ჰაიდენი, იზაბელა სამერი და ტომ მონგერი შედიან.
დღეს, აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ ჯგუფის „Florence+The machine“ ახალი „ცოცხალი“ ფირფიტა გაყიდვაში მიმდინარე წლის 9 აპრილს გამოვა.