გამოცემამ “Rolling Stone” საუკეთესო გიტარისტები დაასახელა

გამოცემამ “Rolling Stone” საუკეთესო გიტარისტები დაასახელა

ორი თვის წინ ამერიკულმა მუსიკალურმა გამოცემამ “Rolling Stone” საკუთარ მკითხველებს შორის გამოკითხვა ჩაატარა და მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო გიტარისტად ლეგენდარული ჯიმი ჰენდრიქსი დაასახელა.

რამდენიმე დღის წინ ჟურნალმა ანალოგიური გამოკითხვა გაიმეორა და აზრის გამოთქმა 20 ცნობილ მუსიკოსს შესთავაზა. ჟიურის ტომ მორელო და ედი ვან ჰალენი ხელმძღვანელობდნენ.

საინტერესოა რომ ჯიმი ჰენდრიქსი კვლავ კონკურენციის გარეშე აღმოჩნდა და ხმების შესამჩნევი უპირატესობით იმარჯვა.

მუსიკოსების მიერ დასახელებული მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო 20 გიტარისტის სია შემდეგნაირად გამოიყურება.

1. ჯიმი ჰენდრიქსი

2. ედი ვან ჰალენი

3. ჯო პერი

4. ნილს ლოფგრენი

5. მაიკლ კემპბელი

6. ბილი გიბონსი

7. კიტ რიჩარდსი

8. მაიკლ მაკკრიდი

9. რობერტ რენდოლფი

10. ენდი სამერსი

11. ტომ პეტი

12. სტივი რეი

13. ალბერტ კინგი

14. დევიდ გილმორი

15. ფრედი კინგი

16. დერეკ ტრაქსი

17. ტრეი ანასტასიო

18. ლეს პოლი

19. ჯეიმს ბერტონი

20. კარლოს სანტანა