საყვარელი ანიმაციური ფილმების შემქმნელთა ჯგუფი, ამჯერად განსხვავებულ ამპლუაში გვევლინება. „ნემოს“ რეჟისორმა ენდრიუ სტენტონმა გადაწყვიტა ძალები ახალ ჟანრში ,-ანიმაციურ ფანტასტიკაში ეცადა. პროექტზე დაახლოებით 350 მილიონი დოლარი დაიხარჯა. ახალ ანიმაციურ ფილმს „ჯონ კარტერი“ ჰქვია და მას ექსპერტები არც თუ ისე, სახარბიელო მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ისინი ფიქრობენ, რომ რეჟისორი ამ ანიმაციით 150 მილიონი დოლარის დაკარგვას რისკავს.
„ჯონ კარტერის“ სცენარი ეფუძნება ედგარ რაისა ბეროუზის ტრილოგიის „მარსიანელთა ბრძოლების“ პირველ წიგნს,-„მარსის პრინცესას.“ სიუჟეტის მიხედვით სამოქალაქო ომის ვეტერანი, ამერიკელი ჯონ კარტერი შემთხვევით აღმოჩნდება მარსზე, სადაც მას ფანტასტიური ამბები ელოდება, სიყვარული და ომი მარსიანელ მონსტრებთან. ფილმი სპეცეფექტებითაა შეფუთული. თუმცა ექსპერტების აზრით ეს ეფექტები შეიძლება მაყურებლისთვის მოსაწყენი და სულელური აღმოჩნდეს.