ჰოლივუდის მამაკაცები მაკიაჟით

ჰოლივუდის მამაკაცები მაკიაჟით

 

მაკიაჟი, რომ სუსტი სქესის წარმომადგენლების განუყოფელი ნაწილია საქვეყნოდ ცნობილი ფაქტია. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, არც ძლიერი სქესი ამბობს ამ „ახირებაზე“ უარს. აღმოჩნდა, რომ განსაკუთრებით ჰოლივუდის ვარსკვლავი მამაკაცები მიმართავენ, სხვადასხვა,  ხერხებს, იმისათვის, რომ უფრო ეფექტურები, სწორედ მაკიაჟითა და სხვა საშუალებით გამოჩნდნენ.

მაგალითად, ჯონი დეპი, თავად აწარმოებს ფრჩხილის ლაქს, რომელიც გამოშვებულია ფეხის ფრჩხილებისთვის. მიუხედავად ამისა, რამდენიმე ცნობილი მსახიობი მამაკაცი, ჯონის  თაოსნობით მკვეთრ მანიკურს ხელის ფრჩხილებზეც არ ერიდება. ჯონი ხშირად ხმარობს, მუქ ლურჯ, ან შავი ფერის ფრჩხილის ლაქს, რომელსაც ხშირად სამოსს უხამებს. იგივეს სამეფო ოჯახის წამომადგენელზე, პრინც ჰარიზე ნამდვილად ვერ ვიტყვით. ის ერთ-ერთ საღამოზე ვარდისფერი მანიკურით გამოჩნდა.

შავად შეღებილი თვალები გახდა ჯარედ ლეტოს სასცენო სავიზიტო ბარათი. მუსიკოსი ისე ღრმად შევიდა როლში, რომ ხშირად სცენის მიღმაც შეღებილი თვალებით დადის. შესაძლოა ეს არატრადიციული იმიჯი დაეხმარა 30 Seconds-ს სოლისტს  MTV-ზე უმაღლესი ჯილდოს მოპოვებაში.

ოთხი შვილის მამის დევიდ ბექჰემის,  სექსუალური ორიენტაცია ყოველთვის ეჭვს იწვევდა. ის ვერასდროს უკეთებს იგნორს ქალთა კოსმეტიკურ საშუალებებს. ერთ-ერთ ფოტოსესიაში, რომელიც ფეხბურთელმა მეუღლესთან ერთად გადაიღო,  მას  ფრჩხილებზე შავი ლაქი უსვია.  როგორც ჩანს, ბექჰემი ცდილობდა, ფოტო-გამოსახულებისთვის მეტი სისასტიკე ამ გზით შეეტანა. 

სანამ ბექჰემი, შავი ლაქით პოზირებდა, მისივე კოლეგა რონალდუ პაპარაცებმა, პლიაჟზე შავი ფერის პედიკურით დააფიქსირეს. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ფეხბურთელი პლიაჟზე, სხვა და სხვა, ფერის ლაქით ჩნდება.

მარკ ჯეიკობსმა საკუთარ დეფილეზე საზოგადოებას აჩვენა, რომ წითელი პომადა ყველას უხდება. მამაკაცსაც კი, -მთავარია სწორად შეარჩიო ტონალობა. ცნობილმა დიზაინერმა თავის სექსუალურ იმიჯს ნათელი, თვალის კლასიკური მაკიაჟი და ფრჩხილის წითელი ლაქი დაამატა. ქალებმა ბევრი ისეთი რამ იციან, რაც აუცილებელია მათგან ვისწავლოთ,-აღნიშნავს დიზაინერი