იტალიელი სპეციალისტების ჯგუფმა გააკეთა განცხადება, იმის შესახებ რომ ფლორენციაში ოთხი საუკუნის წინ დაკარგული და ვინჩის ფრესკა „ანგიარის ბრძოლა“ აღმოაჩინეს.
მკვლევარები თვლიან, რომ სურათი მდებარეობს ჯორჯო ვაზარის ფრესკის „მარჩიანოს ბრძოლის“-ის ქვემოთ.
ვაზარის ფრესკის კვლევისას, აღმოჩნდა, რომ მის ქვემოთ სხვა ფრესკის ფრაგმენტები იყო. მკვლევარებმა სპეციალური მოწყობილობებით აიღეს ნიმუშები. აღებული მასალით გაირკვა, რომ ფრესკისთვის გამოყენებული იყო შავი, ქიმიური შემადგენლობის იგივე პიგმენტი, რასაც და ვინჩი თავის ნამუშევრებში იყენებდა, მაგალითად ლეგენდარულ „მონა ლიზაში.“
მკვლევარები დარწმუნებულები არიან, რომ „განძს საჭირო ადგილას ეძებენ“ და აღმოჩენა მალე საბოლოოდ დადასტურდება.