ქართველი სოპრანო შვედეთის საუკეთესო მომღერლად აღიარეს

ქართველი სოპრანო შვედეთის საუკეთესო მომღერლად აღიარეს

ქართველი სოპრანო ეთერ ლამორისი-ჭყონია  შვედეთის სამეფოში საუკეთესო მომღერლად აღიარეს, ოქროს ჯილდო მას პირადად შვედეთის პრინცესამ კრისტინამ გადასცა.

ქართველ სოპრანოს კონკურენციას 165 კონკურსანტი უწევდა, ჟიურის თქმით ეთერის ხმა გამორჩეული და სასიამოვნოა.   „როცა მის შესანიშნავ ხმას ვუსმენდი აღფრთოვანებული დავრჩი. მინდა ყველას ვურჩიო მისი სიმღერა მოისმინოს“ - განაცხადა პრინცესა კრისტინამ.

წლევანდელ კონკურსზე შვედეთში, ჟიურიმ მხოლოდ ორი ჯილდო გასცა, ერთ - ერთი კი, ქართველს ერგო. „ძალიან ვამაყობ, რომ საუკეთესო მომღერლად მაღიარეს. ეს ძალიან სასიამოვნო საჩუქარი და  ჩემი მრავალწლიანი შრომის შედეგია“- აღნიშნა ოპერის მომღერალმა.

ამ ჯილდოზე ქართველი მომღერალი, „შვედეთის სამეფო პატრიოტულმა საზოგადოებამ” წარადგინა.

ეთერ ლამორისი-ჭყონია ამჟამად მადრიდსა და კიევში მუშაობს, საკონცერტო გამოსვლებთან ერთად დაკავებულია საპროდიუსერო საქმიანობით. ასევე ის არის ესპანური კომპანია „ინკოცენტრის“  წარმომადგენელიც.