ზურაბ სოტკილავა: როცა ჯანმრთელი ვარ და ვმღერი, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ არსებობს

ზურაბ სოტკილავა: როცა ჯანმრთელი ვარ და ვმღერი, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ არსებობს

ზურაბ სოტკილავა, დღეს იუბილეს აღნიშნავს. ცნობილი ქართველი მომღერალი  ლირიკულ-დრამატული ტენორი,  1937 წლის 12 მარტს, სოხუმშია დაბადებული.

ზურაბ სოტკილავას სანამ დიდი ტენორი გახდებოდა, ძალიან ბევრი შრომა მოუწია.

ტენორი მუსიკის გაკვეთილებზე პირველად მწარედ ტიროდა. დედამისი გვიან მიხვდა, რომ  პატარა ზურაბი ფორტეპიანოზე დროს ტყუილად აცდენდა. გაიგო, რომ ბიჭი სინამდვილეში  ფეხბურთზე დადიოდა, გაბრაზდა და საყვარელი ბუცები გადაუგდო.

„მე ძალიან მიყვარდა ისინი, თავად ვწმინდავდი ხოლმე ზეთით, დიდი ხანი, რომ არ გამფუჭებოდა. ბალიშთან ვიდებდი, დაძინებამდე ისე მიყვარდა. ერთ მშვენიერ დღეს, მოვდივარ სკოლიდან  და ჩემი ბუცები აღარ არის. როგორც კი მივხვდი რა მოხდა მწარედ ავტირდი.“  - იხსენებს ტენორი.

ამის შემდეგ, სოტკილავამ მშობლებს კატეგორიული უარი განუცხადა მუსიკალურ სკოლაში სწავლაზე. აღმოჩნდა, რომ მთელი 6 თვის განმავლობაში ნოტების დამახსოვრებაც კი ვერ მოასწრო.  ის  მთელ თავის დროს ფეხბურთს უთმობდა.  მაგრამ მალევე მიიღო ტრამვა და იძულებული გახდა საფეხბურთო კარიერისთვის თავი საბოლოოდ დაენებებინა. ამის შემდეგ მან, კონსერვატორიაში ჩააბარა.  რექტორს, ისე მოეწონა სოტკილავას ხმა, რომ უთხრა „შენი თავი ღმერთმა გამომიგზავნაო.“ სოტკილავას აქვს განსაკუთრებული ლამაზი ტემბრის ხმა. მისი შესრულება გამოირჩევა გამომსახველობით, გემოვნებით, მგზნებარე ტემპერამენტით, ლირიკული სიფაქიზითა და დახვეწილი ოსტატობით. სოტკილავას საოპერო კარიერა ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის სოლისტობით დაიწყო. 1966-1968 წლებში  ის მივლინებული იყო მილანის საოპერო თეატრ  „ლა სკალაში“ სტაჟიორად. 1974 წლიდან მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტია. შესრულებული აქვს არაერთი პარტია, და მიღებული აქვს უამრავი პრიზი. 

  ზურაბ სოტკილავას განსაკუთრებით ოტელოს პარტია უყვარს, რადგან სწორედ მან გააცნო საქვეყნოდ ცნობილი იტალიელი ტენორი ლუჩიანო პავაროტი.  ერთ-ერთი გამოსვლის ბოლოს მასთან ხორისტი მივიდა და უთხრა. „თქვენ იმდენად კარგად ასრულებთ ოტელოს, რომ ძალიან მინდა ჩემი შვილი გაგაცნოთ.“

ის, მეუბნება,- აგერ მანქანა და წავიდეთ. მე ვპასუხობ,-სად წავიდეთ? ვკითხულობ,- ვინ არის?   მეუბნებიან: რა შენ არ იციი? ეს ჩვენი ხორისტია,-რომელი ხორისტი? „ეს პავაროტის მამაა, მასაც ძალიან უყვარს სიმღერა“.  გავოგნდი, ამ დროს პავაროტი ჩემთვის ღმერთივით იყო,“-  იხსენებს სოტკილავა.

ეს შეხვედრა ღვინის დეგუსტაციით დასრულდა, შემდეგ კი ტენორები დიდი ხანი კამათობდნენ იმაზე, თუ რომელი ღვინო ჯობდა, ქართული თუ იტალიური.

დაბადების დღეს სოტკილავა, კონცერტით აღნიშნავს და ამბობს, რომ როცა  ჯანმრთელია  და მღერის, მასზე ბედნიერი ადამიანი დედამიწის ზურგზე არ დადის.