კამერონ დიასი, საათების ცნობილი ბრენდის TAG Heuer-ის ახალი მუზა გახდა. დღეიდან სწორედ ის, იქნება კომპანიის ახალი კოლექციის სარეკლამო სახე. როგორც TAG Heuer -ის ხელმძღვანელები ამბობენ, „ახალი კოლექცია მსოფლიოში ყველაზე “ლამაზ და მეამბოხე“ ქალბატონებს ეძღვნება. სხვა არავინ შეეფერება ამ მოთხოვნებს, ისე როგორც კამერონი. ის სილამაზის გარდა დიდ დროს ფიზიკურ მომზადებასაც უთმობს. კამერონი აქტიურადაა დაკავებული სპორტით, კერძოდ სერფინგით.“