რუსულ ჯგუფ „დე-დე-ტეს“ საქართველოში კონცერტის გამართვა სურს

რუსულ ჯგუფ „დე-დე-ტეს“ საქართველოში კონცერტის გამართვა სურს

ჯგუფ „დე-დე-ტეს“ სოლისტმა სურვილი  გამოხატა, საქართველოში კონცერტი გამართოს. ინიციატივის შესახებ  იური შევჩუკმა რადიო „ეხო მასკვის“ ეთერში საუბრის შემდეგ,  ქართველ ჟურნალისტებთან ინტერვიუში  განაცხადა.

მომღერლის თქმით, ის მზად არის ჯგუფთან ერთად შემოდგომაზე თბილისში ჩამოვიდეს და ქართველი მსმენელის წინაშე ბოლო ალბომით წარდგეს. ერთადერთ პრობლემას იმ ტექნიკის ჩამოტანა წარმოადგენს, რომელიც ჯგუფს კონცერტის გამართვისთვის აუცილებლად სჭირდება.