ამ იშვიათი განძის შეძენის სურვილი ბევრს ჰქონდა, მაგრამ ერთი ჭაღარა კაცი სულ უმატებდა ფასს. ბოლოს პარტიტურა მას ერგო სამი ათას გირვანქა სტერლინგად.
კორესპონდენტები გარს შემოერტყნენ პარტიტურის ახალ მფლობელს.
- იგორ სტრავინსკი, - წარუდგა იგი ჟურნალისტებს და თან დაუმატა, - მე ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ საკუთარ პარტიტურაში გადავიხდიდი ორჯერ მეტს, ვიდრე ოდესღაც, ახალგაზრდობაში, გადამიხადეს მთელ ბალეტში.