აღმოჩნდა რომ სერ პოლი დიდი ხნის განმავლობაში მარიჰუანას აქტიური მომხმარებელია. ამ მავნე ჩვევას წინა საუკუნის 60-იან წლებში დაეჩვია და არაერთი მცდელობის მიუხედავად თავი ვერ დაანება.
საინტერესოა, რომ თავის დროზე მუსიკოსს ყოფილმა მეუღლემ ჰიზერ მილსმა ერთგვარი ულტიმატუმიც კი წაუყენა, მაგრამ მაკარტნიმ “მოსაწევს” თავი არ დაანება. მართალია ერთი პერიოდი ქალმა თითქოს გაიმარჯვა, მაგრამ ცოლთან გაყრის შემდეგ მაკარტნი “ბალახს” კვლავ დაუბრუნდა.
მუსიკოსი ამჟამად საპატიო ასაკში იმყოფება და ნარკოტიკული მიდრეკილებისაგან გათავისუფლება საბოლოოდ მოისურვა.
“აქტიურ მუსიკალურ კარიერას ვაგრძელებ და შევამჩნიე რომ მარიჰუანას აქტიური მოხმარება ჩემს შემოქმედებაზე უარყოფითად მოქმედებს. ამის გარდა რვა წლის ქალიშვილი მეზრდება. სანამ ჩემი გოგონა სრულწლოვანების ასაკს არ მიაღწევს მარიჰუანასათვის თავის დანებება მომიწევს.”- განაცხადა პოლ მაკარტნიმ.