დაუდგენელმა პირებმა სტუდიის კომპიუტერებიდან ამერიკელი მომღერალი მაიკლ ჯექსონის სრული ჩანაწერები მოიპარეს. მათ შორის აღმოჩნდა მუსიკოსის დღემდე გამოუქვეყნებელი და უცნობი მასალა. სტუდიის თანამშრომლების განცხადებით, კომპიუტერულმა ბოროტმოქმედებმა დაახლოებით 50 ათასი ფაილი მოიპარეს. მათი საერთო ღირებულება 250 მილიონ დოლარს შეადგენს.
მაიკლ ჯექსონის გარდაცვალებიდან ათი თვის შემდეგ “Sony Music”-ის ხელმძღვანელობამ მომღერლის ნათესავებთან ხელშეკრულება გააფორმა. ფირმამ უფლება მიიღო, რომ ჯექსონის დღემდე უცნობი კომპოზიციები ოფიციალურად გამოექვეყნებინა და დაახლოებით 10 ალბომი ჩაეწერა.
ჰაკერული შეტევის შედეგად გაუჩინარებულ ფაილებში აღმოჩნდა მაიკლ ჯექსონის ერთობლივი კომპოზიციები ფრედი მერკურისთან და ჯგუფ “Black Eyed Peas”-თან. ეს ჩანაწერები “Sony Music”-ს მიმდინარე წლის ზაფხულში უნდა გამოექვეყნებინა.