ჯგუფის ლიდერმა დეიმონ ალბარნმა ეს შემოთავაზება დიდი სიამოვნებით მიიღო. ადგილობრივ მას-მედიასთან საუბრისას მუსიკოსმა განაცხადა, რომ ამ კონცერტისათვის სერიოზულად მოემზადება. უპირველეს რიგში ალკოჰოლურ სასმელებზე უარს განაცხადებს, შემდეგ კი სიმღერების ტექსტებს საგულდაგულოდ დაიზუთხავს.
“Blur”-თან ერთად ზემოთდასახელებულ კონცერტში ჯგუფები “The Specials” და “New Order” მიიღებენ მონაწილეობას.
სპეციალურად ამ დღისათვის “New Order” კვლავ გაერთიანებას აპირებს. მუსიკოსების მტკიცებით, ისინი ლონდონელი მაყურებლების წინაშეE პირვანდელი შემადგენლობით წარსდგებიან.