სახელგანთქმული ტენორი სპორტის ამ სახეობის დიდი გულშემატკივარია. მომღერლის იმპრესარიო ხოსე სორიანოს ინფორმაციით, პლასიდო მიმდინარე წლის 25 ივნისს ქალაქ კიევში ჩაფრინდება.
მუსიკოსი კიევში დანიშნულ ნახევარფინალურ შეხვედრას დაეწრება და იმედი აქვს, რომ ერთ-ერთი გუნდი ესპანეთის ეროვნული ნაკრები იქნება.
29 ივნისს დომინგო კიევის სოფიის ტაძრის მიმდებარე მოედანზე ორსაათიან კონცერტს ჩაატარებს, რომელიც ევროპის საფეხბურთო პირველობას მიეძღვნება. ცნობილი გახდა, რომ გამოსვლისას ერთ-ერთ ნომერს უკრაინულ ენაზე შეასრულებს.
1 ივლისს ესპანელი ტენორი კიევის ოლიმპიურ სტადიონზე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას დაესწრება და უკრაინას მეორე დღეს დატოვებს.