ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო დღეს მედიას 2016 წლის მარტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს წარუდგენენ. კვლევის პრეზენტაცია 10:30 საათზე, სასტუმრო „რუმს ჰოტელში“ გაიმართება.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტიდან აცნობეს, პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ქვეყნის განვითარების კურსთან, საგარეო პოლიტიკასთან და ეკონომიკასთან დაკავშირებული მიგნებები.
მათივე ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი-14 მარტის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით, 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო. პრეზენტაციაზე მხოლოდ მედია საშუალებები არიან მიწვეული.