ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა მისი პრეზიდენტობის პერიოდში დაშვებულ მთავარ შეცდომად ლიბიაში ინტერვენციის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს მიიჩნევს.
როგორც euronews.ge CNN-ზე დაყრდნობით წერს, ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, თუ რას მიიჩნევს მთავარ შეცდომად, ობამამ მიუგო: “მთავარი შეცდომა ალბათ ის იყო, რაც ლიბიაში ინტერვენციის შემდეგ მოხდა”.
”იმ დროს მეგონა, რომ ეს სწორი იყო,” - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.
რაც შეეხება წარმატებას, ობამა მთავარ მიღწევად 2008 წლის კრიზისის შემდეგ აშშ-ს ეკონომიკის გადარჩენას ასახელებს.