უკრაინის ახალი პრემიერ-მინისტრი უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე ვლადიმერ გროისმანი გახდება. „უნიანის“ ინფორმაციით, ამის შესახებ „პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ წევრმა ვადიმ დენისენკომ არსენი იაცენიუკის გადადგომის შემდეგ განაცხადა.
„99,95-ით დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინის ახალი პრემიერ-მინისტრი გროისმანი იქნება“, - აღნიშნა დენისენკომ უკრაინული ტელეკომპანია „ესპრესოტვ“-ის ეთერში.
ის ირწმუნება, რომ „პეტრო პოროშენკოს ბლოკი“ არსენი იაცენიუკის გადადგომას მხარს დაუჭერს.
დღეს, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა.