ჩვენმა ბრძოლამ პირველი შედეგი მოიტანა

ჩვენმა ბრძოლამ პირველი შედეგი მოიტანა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი არსენი იაცენიუკის უკრაინის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომას ”ფეისბუქში” გამოეხმაურა.

როგორც მიხეილ სააკაშვილი წერს, როდესაც ის უკრაინის პრეზიდენტთან, პეტრო პოროშენკოსთან მართავდა შეხვედრას, მაშინ შეუტანეს პრეზიდენტს იაცენიუკის გადადგომაზე განცხადება.

”ჩვენმა ბრძოლამ პირველი შედეგი მოიტანა. მაგრამ, სიმართლე გითხრათ შეშფოთების საფუძველი საკმარისზე მეტი მაქვს, კულისებს მიღმა გარიგებების და შეხვედრების ფონზე ”, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

უკრაინის მთავრობის მეთაური არსენი იაცენიუკი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ იაცენიუკმა თავის დღევანდელ მიმართვაში განაცხადა.