კონტრდაზვერვის ინფორმაციით, “ისლამური სახელმწიფო” გერმანიაში ტერაქტებს გეგმავს

კონტრდაზვერვის ინფორმაციით, “ისლამური სახელმწიფო” გერმანიაში ტერაქტებს გეგმავს

“ისლამური სახელმწიფო” გერმანიაში ტერორისტულ აქტებს გეგმავს. ამის შესახებ გერმანიის კონტრდაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა ჰანს-გეორგ მასენმა განაცხადა.

გამოცემა „Welt am Sonntag“-სთვის მიცემულ ინტერვიუში გერმანელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ სიტუაცია საკმაოდ სერიოზულია, თუმცა დაგეგმილი ტერაქტების შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას ბერლინი ამჟამად არ ფლობს.

მასენის ცნობით, გერმანიაში მყოფი ისლამისტები ლტოლვილთა რეკრუტირებას ცდილობენ. გარდა ამისა, პრობლემა არის ისიც, რომ გერმანიაში ჩასულ ლტოლვილთა 70%-ს ყალბი დოკუმენტები აქვს.