ბელგიის ტერაქტებში ბრალდებულები საფრანგეთში ახალ ტერაქტებს გეგმავდნენ

ბელგიის ტერაქტებში ბრალდებულები საფრანგეთში ახალ ტერაქტებს გეგმავდნენ

ტერორისტები, რომლებიც ბრიუსელის 22 მარტის ტერაქტებში არიან ბრალდებულები, საფრანგეთში ახალ ტერაქტებს გეგმავდნენ. ამის შესახებ ბელგიის ფედერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ევროპული მედია იუწყება. 

„გამოძიების მსვლელობისას დადგინდა, რომ ტერორისტულ დაჯგუფებას თავიდანვე განზრახული ჰქონდა საფრანგეთზე თავდასხმები კვლავ განეხორციელებინა“, - განაცხადა ბელგიის ფედერალურმა პროკურორმა. მისივე თქმით, ტერორისტებმა, რომლებიც გაკვირვებულები იყვნენ პარიზის ტერაქტების გამოძიების სისწრაფით, გადაწყვიტეს ტერაქტები ბრიუსელში განეხორციელებინათ.

როგორც ცნობილია, ბელგიის პროკურატურამ ოთხ მამაკაცს, რომლებიც სავარაუდოდ ევროპული ქალაქების ტერაქტებში მონაწილეობდნენ, ბრალი წაუყენა. მათ შორის ბრალი წაუყენეს ორი დღის წინ დაკავებულ მუჰამედ აბრინის, რომელსაც ბრალად ედება ტერორისტულ დაჯგუფებაში ყოფნა და ტერაქტების განხორციელება, რასაც ადამიანების მკვლელობა მოჰყვა.