ინდოეთის ერთ-ერთ ტაძარში მომხდარი ხანძრის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ინდოეთის ერთ-ერთ ტაძარში მომხდარი ხანძრის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ინდოეთის სამხრეთ-დასავლეთით, კარალას შტატში მდებარე ერთ-ერთ ტაძარში მომხდარი ხანძრის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. უცხოური მედიის ინფორმაციით, 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. 

პირველადი მონაცემებით, ხანძარი პიროტექნიკის საწყობში მომხდარმა აფეთქებამ გამოიწვია. პიროტექნიკის გამოყენება ინდური ფესტივალისთვის იგეგმებოდა. მომხდარის შედეგად ტაძარი სრულად განადგურდა. 

დაშავებულთა უმეტესობა საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს. მომხდარის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.