პარლამენტში უმრავლესობის ლიდერის სამუშაო კაბინეტში მმართველი გუნდის წარმომადგენლები დახურულ კარს მიღმა შეიკრიბნენ.
შეხვედრას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და უმრავლესობაში შემავალი ფარაქციების წევრები ესწრებოდნენ.
შეხვედრას „ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ, რადგანაც მათ კოალიცია "ქართული ოცნება" დატოვეს.
„ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა გვქონდა. უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლები, პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წარმომადგენლები მიმდინარე საკანონმდებლო დღის წესრიგზე ვსაუბრობდით. არჩევნების მოახლოების კვალობაზე, დამატებითი კონსულტაციები არ იქნება ურიგო, იმიტომ, რომ ასეთი შეხვედრა უმრავლესობის ფორმატში ერთჯერადი არ იქნება - ან მხოლოდ საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგნლები შეიკრიბებიან კონსულტაციებისთვის ხან მთავრობაც ჩაერთვება ამ პროცესში.
”ეროვნულმა ფორუმმა“ გამოაცხადა, რომ მან უმრავლესობა დატოვა. შესაბამისი დოკუმენტი შემოსულია პარლამენტში. ალბათ, ორშაბათის ბიუროს სხდომაზე ეს ბიუროსაც ეცნობება. ასე, რომ ფორმალურად „ეროვნული ფორუმი“, სამწუხაროდ, უმრავლესობის შემადგენლობაში აღარ არის, ანუ ამ ფრომატის შეხვედრებზე მონაწილეობას არ მიიღებენ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.