ხვალ დიდმარხვის მეოთხე კვირა აღინიშნება

ხვალ დიდმარხვის მეოთხე კვირა აღინიშნება

დიდმარხვის მეოთხე კვირა დღეს, ხვალ, მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა იოანე კლემაქსის, კიბისაღმწერელის ხსენებას აღნიშნავს.

ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება.

ღირსი იოანე კლემაქსმა აღწერა სულიერი კიბე, რომლითაც ღვთივსათნო ცხოვრებით მოღვაწეები უფალთან მიდიან. წმინდა მამა მე-7 საუკუნეში მოღვაწეობდა. გადმოცემით იგი 16 წლის ასაკში სინას მთაზე მივიდა. მონასტერში ოთხი წელი დაჰყო და შემდეგ ბერად აღიკვეცა. მოგვიანებით კი, 40 წელი უდაბნოში განმარტოვებული ცხოვრობდა.

დიდმარხვის შემდგომ კვირას წმინდა მარიამ ეგვიპტელის ხსენება აღინიშნება. დიდმარხვა 14 მარტს დაიწყო და 1 მაისს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.