"სომხებს არ უნდათ მშვიდობა"

აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, ეს სისხლიანი დაპირისპირება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სომხეთი ოკუპაციურ პოლიტიკას აგრძელებს და ცდილობს მოლაპარაკებების პროცესი დაარღვიოს.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ სომხეთი, მოლაპარაკებების პროცესის დროს, პროვოკაციებს მიმართავს.

მისივე თქმით, 2014 წელს საფრანგეთში სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრის შეემდეგ, სომხეთმა კიდევ ერთი პროვოკაციული ქმედება განახორციელა, კერძოდ კი დაიწყო სამხედრო სწავლება მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე, რასაც მოჰყვა მოწინააღმდეგის მხარის ვერტმფრენის ჩამოგდება. მას შემდეგ კი მოლაპარაკებები შეწყდა და აღარ განახლებულა.

"აზერბაიჯანი მოლაპარაკებების პროცესის ერთგულია და იმედოვნებს, რომ ეს საკითხი აუცილებლად გადაწყდება",- განაცხადა ალიევმა.