კონფლიქტის ზონაში სომხეთმა 120-ჯერ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

კონფლიქტის ზონაში სომხეთმა 120-ჯერ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა დღე-ღამეში დაახლოებით 120-ჯერ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ამის შესახებ რუსული მედიის ცნობით, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს.

თავის მხრივ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ „აზერბაიჯანის მიერ მასშტაბურმა სამხედრო მოქმედებებმა სერიოზულად დააზარალა ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების მიზნით მოლაპარაკებებს პროცესი და ეუთოს მინსკის ჯგუფის მცდელობები“.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება 2 აპრილს დაიძაბა. თუმცა, მხარეებმა რამდენიმე დღის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწიეს.