ექსტრადირების შემდეგ გიორგი დგებუაძის დაკითხვა ვერ მოხდებოდა, რადგან სისხლის სამართლის საქმეზე არსებითი განხილვა მიმდინარეობს, - ამის შესახებ პროკურორმა დავით ნეფარიძემ ჟურნალისტებს სასამართლოს პროცესის დაწყებამდე განუცხადა.
პროკურორის თქმით, გამოძიების ეტაპზე გიორგი დგებუაძე თავს არიდებდა საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას და შესაბამისად, მისი გამოძიების ეტაპზე დაკითხვა ობიექტურად შეუძლებელი იყო.
„რაც შეეხება საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე ჩვენების მიცემას, ეს ბრალდებულის უფლებაა მისცემს თუ არა ჩვენებას. ექსტრადირების მერე გიორგი დგებუაძის დაკითხვა ვერ მოხდებოდა, იმიტომ რომ სისხლის სამართლის საქმე სასამართლოშია წარგზავნილი და მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა“, - განაცხადა დავით ნეფარიძემ.