დიმიტრი ქუმსიშვილს ახალი მოადგილე ჰყავს

დიმიტრი ქუმსიშვილს ახალი მოადგილე ჰყავს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს ახალი მოადგილე ჰყავს. დიმიტრი ქუმსიშვილის მოადგილედ ნიკოლოზ გაგუა დაინიშნა. შესაბამის ბრაძანებას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აწერს ხელს.
ნიკოლოზ გაგუა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე ფინანსთა სამინისტროში ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
ამ დროისთვის დიმიტრი ქუმსიშვილს ხუთი მოადგილე ჰყავს, ესენია - დავით ხუციშვილი, ქეთევან ბოჭორიშვილი, ირმა ქავთარაძე, გენადი არველაძე და ნიკოლოზ გაგუა.