იან კელი - ველოდით, რომ არჩევნები ოქტომბერში გაიმართებოდა

იან კელი - ველოდით, რომ არჩევნები ოქტომბერში გაიმართებოდა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, იან კელის განცხადებით, მათი მოლოდინიც იყო, რომ არჩევნები ოქტომბერში გაიმართებოდა. 
ამის შესახებ იან კელიმ ჟურნალისტებს არჩევნების თარიღად 8 ოქტომბრის დასახელების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.
”ეს ნამდვილად ისეთი თემაა, რომელიც საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია. როგორც ვიცი პრეზიდენტი იღებს ამ გადაწყვეტილებას მთავრობასთან კონსულტაციით. აღვნიშნავდი, რომ ეს ჯდება იმ ჩარჩოში, რაც იყო ჩვენი მოლოდინი. ჩვენ ოქტომბერში ველოდით არჩევნებს”,- განაცხადა ელჩმა.