ვარშავის სამიტზე საქართველო მოელის, რომ ინტეგრაციის გზაზე არსებული პროგრესი კიდევ ერთხელ დაფიქსირდება, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გუშინ, მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, პრეზიდენტისა და პრემიერის შეხვედრაზე საუბარი იყო საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პროცესებზე, ასევე ევროინტეგრაციასა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაციაზე.
"ჩვენი პოზიცია ნათელია - ჩვენ ვახორციელებთ ყველა ღონისძიებას, რომელიც არის მნიშვნელოვანი ჩვენი წინსვლის გზაზე, ასევე ვმუშაობთ, რათა ამაღლდეს საქართველოს თავდაცვისუნარიანობა და ვარშავის სამიტზე მოველით, რომ პროგრესი, რომელიც გვაქვს ინტეგრაციის გზაზე, დაფიქსირდება კიდევ ერთხელ", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
რაც შეეხება ჟურნალისტების კითხვას, იქნება თუ არა ვარშავის სამიტზე წარდგენილი საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ "ეს კითხვა მასთან არ არის".