გიორგი მარგველაშვილი:  საკადრო თემები შეხვედრაზე არ განხილულა

გიორგი მარგველაშვილი: საკადრო თემები შეხვედრაზე არ განხილულა

სამთავრობო ცვლილებები ან საკადრო თემები დღევანდელ შეხვედრაზე არ განხილულა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე განუცხადა.

პრეზიდენტის თქმით, შეხვედრაზე საუბარი რეგიონში არსებულ ვითარებას შეეხო. "პრემიერ-მინისტრთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან მქონდა ნაყოფიერი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც მიმოვიხილეთ რეგიონში არსებული ვითარება და კოორდინირებული მუშაობა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ საქართველოსა და რეგიონის სასიკეთოდ.

სამთავრობო ცვლილებები ან საკადრო თემები დღევანდელ შეხვედრაზე არ განხილულა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.