პრეზიდენტისა და პრემიერის შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და კოალიციაში არსებულ გადაადგილებებზეც ვისაუბრეთ

პრეზიდენტისა და პრემიერის შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და კოალიციაში არსებულ გადაადგილებებზეც ვისაუბრეთ

პრეზიდენტისა და პრემიერის შეხვედრაზე განვიხილეთ ვარშავის მოახლოებულ სამიტთან, ასევე ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები. შეხვედრაზე საუბარი იყო ასევე საქართველოში მიმდინარე შიდა პროცესებზე და კოალიციაში არსებულ გადაადგილებებზე. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედრო ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც თედო ჯაფარიძემ აღნიშნა, შეხვედრაზე მათ მოისმინეს ასევე პრეზიდენტისგან მისი ამერიკაში ვიზიტის შესახებ. ”ჩვენ სამუშაო შეხვედრაზე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი რამდენიმე საკითხი განვიხილეთ. პირველ რიგში პრეზიდენტმა ბრიფინგი გააკეთა თავის ვიზიტთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაიმართა ამერიკის შეერთებულ შტატებში. გარდა ამისა, განვიხილეთ ძალიან მწვავე და ჩვენთვის საინტერესო თემები, დაკავშირებული ვარშავის მოახლოებულ სამიტთან, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ასევე განვიხილეთ შიდა პროცესებთან დაკავშირებული თემები, სამომავლო პროცესებთან კოალიციასთან და კოალიციაში არსებულ გადაადგილებებთან დაკავშირებით“, - განაცხადა თედო ჯაფარიძემ.