პარტიები, რომლებმაც უმრავლესობა დატოვეს, კონკურენტ პარტიას რატომ გააძლიერებენ?!

პარტიები, რომლებმაც უმრავლესობა დატოვეს, კონკურენტ პარტიას რატომ გააძლიერებენ?!

მიხეილ მაჭავარიანი - პარტიები, რომლებმაც უმრავლესობა დატოვეს, კონკურენტ პარტიას რატომ გააძლიერებენ?! პარტიები რომლებმაც უმრავლესობა დატოვეს, კონკურენტ პარტიას რატომ გააძლიერებენ?!, - აღნიშნულ განცხადებას "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი მიხეილ მაჭავარიანი იმ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით აკეთებს, რომლის თანახმად, მოქმედ პრემიერს საარჩევნო სიაში ყოფნა შეეძლება ისე, რომ თანამდებობიდან გადადგომა არ მოუწევს.

მაჭავარიანი პარლამენტის მიერ აღნიშნული ცვლილებების მიღებას სკეპტიკურად უყურებს. მისივე შეფასებით, საკანონმდებლო ინიციატივა იმის ნიშანია, რომ "ქართულ ოცნებას" ძალიან უჭირს და ყველანაიარ გზას ეძებენ, რათა რაღაცნაირად პოზიციები გაიმყაროს.

"საარჩევნო კოდექსში" ცვლილების განხორციელებას 76 ხმა სჭირდება. ამ გადაწყვეტილების გატანაც კი, რაც გამოწვეულია იმით, რომ "ქართული ოცნება" განწირულია დამარცხებისთვის, "ქართულ ოცნებას" გაუჭირდება. როგორ წარმოგიდგენიათ, პარტიები, რომლებმაც უმრავლესობა დატოვეს, კონკურენტ პარტიას რატომ გაძლიერებენ?! ისინი ხომ დაახლოებით ერთ ამომრჩეველზე არიან ორიენტირებული?! ამიტომ საკითხის გატანას ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ", - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.