სერჟ სარგსიანის ინფორმაციით, სომხურმა მხარემ 18 ჯარისკაცი დაკარგა

სერჟ სარგსიანის ინფორმაციით, სომხურმა მხარემ 18 ჯარისკაცი დაკარგა

სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის ინფორმაციით, დღის განმავლობაში სომხური მხარის დანაკარგი 18 ჯარისკაცს შეადგენს, დაჭრილია 35 ადამიანი.

"1994 წლის შემდეგ, ზავის დადებიდან დღეს ეს ყველაზე ფართომასშტაბური სამხედრო მოქმედებებია, რომელიც გადაწყვიტა განახორციელოს აზერბაიჯანმა. სომხეთის ძალების დროული მოქმედებების დამსახურებით, შესაძლებელი გახდა არა მხოლოდ ვითარების კონტროლის ქვეშ აღება, არამედ მოწინააღმდეგისთვის არსებითი დანაკარგების მიყენება" , - განაცხადა სარგსიანმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე.