ჯეიმს აპატურაი:  მივმართავთ ყველა მხარეს, შეწყვიტონ ცეცხლი

ჯეიმს აპატურაი: მივმართავთ ყველა მხარეს, შეწყვიტონ ცეცხლი

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, სამხრეთ კავკასიაში და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი მთიან ყარაბაღში, კონფლიქტის ხაზზე ცეცხლის განახლების გამო შეწუხებულია.

აპატურაი მხარეებს ვითარების დასტაბილურებისკენ და ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

"ჩვენ სერიოზულად ვართ შეწუხებულნი მთიან ყარაბაღში, კონფლიქტის ხაზზე, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის გამო, რის შესახებაც ვრცელდება ცნობები. მივმართავთ ყველა მხარეს, შეწყვიტონ ცეცხლი და ყველა საჭირო ღონე იხმარონ, რათა ადგილზე სიტუაცია დასტაბილურდეს", - აცხადებს ჯეიმს აპატრუაი.